გავრილოვის ღამის დაზარალებულები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. დემონსტრანტები და ჟურნალისტები, რომელთა უმრავლესობასაც ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუღიათ, აქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწევს აღიაროს დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ორი წლის წინ 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა "მთავარი არხის" ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილიც, რომელიც სხვების მსგავსად, ახლა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
"ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ესროდნენ ჟურნალისტებს... მაინტერესებს ხელისუფლებას რა არგუმენტები ექნება ევროსასამართლოსთან
ყველამ ვინც იქ იყო, რგანიზატორებმაც, ბრძანების გამცემებმაც, უშუალო შემსრულებლებმაც, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ესროდნენ ჟურნალისტებს. იყო თუ არა ეს მიზანმიმართული გასროლა ჟურნალისტების წინააღმდეგ. მე ძალიან მაინტერესებს ამაზე პასუხის მიღება. ასევე მაინტერესებს ხელისუფლებას რა არგუმენტები ექნება უკვე ევროსასამართლოსთან იმიტომ რომ ჩვენ ორი წელია, საერთოდ არანაირი პასუხი არ გვაქვს არცერთ შეკითხვაზე, - ამბობს თამარ ბაღაშვილი.
იხილეთ ასევე: