ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა - მეუფე გრიგოლი

გამოქვეყნდა:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლი ნინოწმინდაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა ის, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა.

მეუფე გრიგოლის თქმით, პრობლემა ყველა ინსტიტუციაში არსებობს, თუმცა ამას თვალის გასწორება და მოგვარება სჭირდება.

"მე იმას ვფიქრობ, რომ ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც არის, ალბათ არის. არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე, უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა. ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის. სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს",- თქვა მეუფე გრიგოლმა.

 14 ივნისს პატრიარქის გადაწყვეტილებით,  მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლდა და  მის ნაცვლად ამ პოსტზე მეუფე იაკობი დაინიშნა, 16 ივნისს კი მან 20 აღმზრდელი პანსიონიდან გაუშვა.

გარდა ამისა შეხვდა ომბუდსმენსაც და გადაწყდა, რომ პანსიონს ერთობლივად მოინახულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი