ორი წლის შემდეგ, ადამიანები კვლავაც სამართლისა და აღიარების მოლოდინში არიან -"სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

გამოქვეყნდა:

დღეს ორი წელი გავიდა 20 ივნისის მოვლენებიდან, რომელიც ამ დრომდე არ არის სრულყოფილად გამოძიებული და რომლის შედეგად დაზარალებული ადამიანები კვლავაც სამართლისა და აღიარების მოლოდინში არიან - არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" განცხადებას ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, 20 ივნისის მოვლენები იყო სახელმწიფოს მოქალაქეებისგან გაუცხოებისა და პოლიტიკური მოვლენების პოლიციის ძალით მართვის სამწუხარო გამოვლინება.

ორი წლის გასვლის მიუხედავად, ჩვენ

  • ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს პოლიტიკური აქტორებისგან და უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისგან, რომ ადეკვატური დასკვნებია გამოტანილი ამ მოვლენებიდან;
  • ვერ ვხედავთ ხელისუფლების პასუხისმგებლიან პოზიციას უპირველეს ყოვლისა დაზარალებულების წინაშე,
  • ვერ ვხედავთ ქმედით ნაბიჯებს ამ მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ეფექტიანად გამოსაძიებლად;
  • ვერ ვხედავთ სრულიად პოლიტიკური კლასის მზაობას, რომ შეაჩერონ პოლიტიკური ველის პოლარიზაცია და ურთიერთ მტრობა, რათა მომავალში მსგავსი მოვლენები თავიდან იყოს აცილებული.

დღეს, როცა საქართველოს პარლამენტი 20 ივნისის მოვლენების ამნისტირების საკითხს განიხილავს, კიდევ უფრო სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ პროცესიდან დაზარალებულების აბსოლუტური გამორიცხვა, მათი ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა.

20 ივნისის მოვლენებიდან ორი წლის თავზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და მთლიანად პოლიტიკურმა ველმა უარი თქვას ამ მოვლენებით ვიწრო პარტიულ მანიპულირებაზე, ხოლო 20 ივნისს დაზარალებული ადამიანების მიმართ გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რაც მათ სოციალურ, სამედიცინო და სამართლებრივ საჭიროებებს მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებს.",- წერია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცახდებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი