დაპირისპირება ბათუმში - წულუკიძეების მხარდამჭერებს პოლიციამ კარვები არ გააშლევინა

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ბათუმელი მოჭიდავეების, ძმები წულუკიძეების ახლობლები მათ გათავისუფლებას ითხოვენ. მთავრობის სახლთან, კარვების გაშლის მცდელობას კი პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. 

დაკავებულების ოჯახის წევრებმა მთავრობის სახლთან იუსტიციის სახლიდან მსვლელობით გადაინაცვლეს. მსვლელობის დროს სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რადგან პოლიციამ  მათ ავტომობილების გაჩერების შესაძლებლობა არ მისცა.

ძმები წულუკიძეების მხარდამჭერები ამბობენ, რომ სპორტსმენები "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის გამო სასჯელს უკანონოდ იხდიან. დაკავებულების ახლობლები მოითხოვენ, რომ 7 ივლისს ჩანიშნული სასამართლო პროცესი ობიექტურად წარიმართოს. 

ძმები წულუკიძეები შსს-მ 15 აპრილს,  გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. სულ 6 პირია დაკავებული და პოლიცია მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი