გუმათში ჯგუფური ძალადობის გამო, ბათუმში წულუკიძეების გარდა კიდევ 4 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინსიტრო აცხადებს, რომ ბათუმში 6 პირი დაკაავა, რომლებსაც ბრალად ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ. ექვსივე მათგანი 12 აპრილს, გუმათში ნამახვანჰესისი მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე იმყოფებოდა. 

ცნობილია, რომ დაკავებულებს შორის არიან მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა, რეზო წულუკიძე.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი