ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთათვის პროტესტის გასაგრძელებლად შეთავაზებული 13-ვე ადგილი მიუღებელი აღმოჩნდა.
მოძრაობის ლიდერებმა ალტერნატიული ტერიტორიები დღეს დაათვალიერეს. მათი თქმით, არც ერთი ადგილი პროტესტის გასაგრძელებლად მოსახერხებელი არ არის და მათთვის საფრთხისშემცველია.
ჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას მოითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ ადგილი კომპანიის საკუთრებაა.
პროტესტი გუმათში გაგრძელდება, ვიდრე მხარეები ახალ შეთანხმებას არ მიაღწევენ .
17 ივნისს გუმათში რკინის ბარიკადების დემონტაჟი დაიწყო.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც ევროკავშირის, ხელისუფლების და რიონის ხეობის მცველების შეხვედრა გაიმართა.