ტკივილის, ღირსების და "ქართული ოცნების" სირცხვილის დღე - გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 2 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წელსაც მოვლენების ეპიცენტრია. დღეს, 20 ივნისს, ორი წლის წინ აქციაზე დაზარალებულები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ. პარლამენტთან აქცია უკვე დაიწყო.
"არა ოკუპანტის ამნისტიას" - პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
მანამდე კი, დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა - არა ოკუპანტის ამნისტიას.
ცნობისთვის, 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, პარლამენტში "ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცალ-ცალკე დააინიცირეს. პარლამენტმა ამნისტიის შესახებ "ოცნების" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
იხილეთ ასევე: