არა ოკუპანტის ამნისტიას - დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

არა ოკუპანტის ამნისტიას - დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა. 

ხვალ, 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა საინფორმაციო კამპანია დაიწყეს.

 

გავრილოვის ღამის მოვლენებიდან, როცა ანტისაოკუპაციო აქციაზე გამოსული მოქალაქეები სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია, 2 წელი გავიდა. სამოქალაქო აქტივისტები ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ.

სისხლიანი ღამის დაზარალებულები ამბობენ, რომ 20 ივნისის ამნისტია ანტისახელმწიფოებრივია, ის რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

მათივე თქმით, კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი დამნაშავე სამართალდამცავები, ისე დაზარალებულები, რაც ამორალური და დანაშაულებრივია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი