"შეუძლებელია იმ ადგილებზე პროტესტის გამოხატვის გაგრძელება" - რიონის ხეობის მცველების პროტესტი გუმათში გრძელდება. მათთვის შეთავაზებული 13-ვე ლოკაცია მიუღებელი აღმოჩნდა. პროტესტის მონაწილეებს კი გუმათში გადაადგილება ისევ შეზღუდული აქვთ.
"როცა მივედით ადგილზე პოლიციასთან ერთად და დავათვალიერეთ ეს ლოკაციები, მთის პრაქტიკულად ფერდი იყო უმრავლესი მათგანი, რომელზეც ფიზიკურად ვერ დადგება ადამიანი, ან იყო პირდაპირი სამშენებლო მოედანი "ენკასი" სადაც უსაფრთხოებას ვერ დავიცავთ იქ მოსული ადამიანების, ამიტომ, ბუნებრივია, ვერ შეთანხმდა რაღაც კონკრეტული ლოკაცია", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე თქმით, მიუღებელია ადგილები, სადაც ტელფონიც არ იჭერს და კომუნიკაციის გარეშე დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 239-ე დღეა. ჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას მოითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ ადგილი კომპანიის საკუთრებაა.