5 ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა- ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა სცადა

გამოქვეყნდა:

ვფიქრობდით, მთავრობა ხელისუფლება ოჯახს გვერდში დაუდგებოდა, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოიღეს. დაგვპირდნენ, ერთ კვირაში, ორ კვირაში, ანთიძეც სულ გვპირდებოდა მალე იქნება, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოიღო - ამბობს ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამა.

მიშა გახელაძე მისი ოჯახის უმძიმეს მდგომარეობაზე და  მეუღლის მხრიდან, სუიციდის მცდელობაზე საუბრობს:

ჩავიფიქრე ერგნეთში გადასვლა იმიტომ რომ უკვე ვეღარ ვიტანდი ჩემი შვილიშვილების ყურებას, რა მდგომარეობაში იყვნენ, საჭმელს არ ჭამდნენ, სასმელს არ სვამდნენ. როდესაც ველოდებოდით, 31-ში ჩემი შვილი სახლში უნდა ყოფილიყო და არ გამოვიდა მეუღლე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, შევიდა 5 ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა. რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა, მაგის გულისთვის გადავწყვიტე აქციებიც",- თქვა ზაზა გახელაძის მამამ.

ზაზა გახელაძე თითქმის 1 წელია რეჟიმის ტყვეობაშია. ე.წ. სასამართლომ მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს და ელოდება ახალგაზრდას ტყვეობიდან დახსნას.

"გავერთიანდეთ ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მხარდასაჭერად" - ამ ლოზუნგით, 23 ივნისს აქციაც დაანონსდა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი