დეფოლტის ზღვარზე - საგარეო და საშინაო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა

გამოქვეყნდა:

დაყადაღებული ქვეყანა - საქართველო, როგორც არასოდეს, ისე ახლოსაა დეფოლტთან. საგარეო და საშინაო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა და მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლად ხელისუფლებამ მხოლოდ ბოლო ერთ თვეში დამატებით მილიონები ისესხა.

კრედიტორების სია ვრცელია - საქართველოს ყველაზე მსხვილი ვალდებულება საერთაშორისო ორგანიზაცია - ევროპის საივესტიციო ბანკთან აქვს. ვალის მოცულობა 763 მილიონ დოლარზე მეტია, მოვალე ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილს გერმანია იკავებს - 733 მილონ დოლარი. მათ შორის ფიგურირებს ოკუპანტი სახელმწიფოც, რომელსაც საქართველომ 40 მილიონ დოლარამდე უნდა გადაუხადოს.

"ოცნების" მთავრობა შექმნილ მდგომარეობაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და არც იმ მნიშვნელოვან კანონდარღვევაზე იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც საგარეო ვალის მოცულობის მაქსიმუმს ადგენს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი