ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი მისწერა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახში სინოდის წევრები იმყოფებოდნენ. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ და ატენისა და სამთავისის მიტროპოლიტმა მეუფე დამიანემ გახელაძეებს უთხრეს, რომ პატრიარქმა ილია მეორემ წერილი მოამზადა, რომელსაც გაუგზავნის რუსეთის პატრიარქს და სთხოვს, რომ ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში, რათა ზაზა გახელაძე დროულად დაუბრუნდეს ოჯახს.

ზაზა გახელაძის გათავისფულების მოთხოვნით, ხვალ, სოფელ ზემო ჭალაში, საპროტესტო აქცია გაიმართება.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი