ნახევარი წელი უკვე უკანონო პატიმრობაშია და კიდევ 12 წელი ცხინვალის ციხეში.
33 წლის ზაზა გახელაძეს საოკუპაციო ზოლი არ გადაუკვეთავს - რუსი სამხედროები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მას ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს.
"სასამართლო" პროცესზე სამხედროებმა თქვეს, რომ გახელაძეს არც მათი მიმართულებით უსვრია და არც აგრესიულობით გამოირჩეოდა, მაგრამ ე.წ. მოსამართლემ მას პატიმრობა მაინც შეუფარდა.
დიდი ხნის განმავლობაში ოჯახი ხმაურის ატეხვას ერიდებოდა. როგორც თვითონ ამბობენ, ხელისუფლებიდან აიმედებდნენ, რომ არჩევნებამდე ზაზა გახელაძე თავისუფალი იქნებოდა და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, თუმცა საპირისპირო მოხდა.
ახლა გახელაძის გასათავისუფლებლად არა მარტო მისი მეზობელი ქართველები, არამედ მისი თანასოფლელი ოსებიც მზადყოფნას აცხადებენ ხელი მოაწერონ პეტიცია იქნება, მოთხოვნა თუ შუამდგომლობა.