თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს - მიხეილ გახელაძე

გამოქვეყნდა:

ზაზა გახელაძის მამა მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის ყველას და ამბობს, რომ თუ მის შვილს მიცემულ ვადაში არ გაათავისუფლებენ გააკეთებს ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს: 

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალია", ოპოზიციაა თუ ვინ არის. ვინც გვერდში დაგვიდგა, ყველას მადლობას ვუხდი. დღეს არის ლომისობა, ლომისის მადლს და ძალას ვფიცავ, სამთავისის ეკლესიის წინაშე ვფიცავ, მე თუ კიდევ მოვითმინო და ასე გავჩერდე. დილას განცხადება გავაკეთე, რომ „როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმის". ამ სიტყვებს ჩავიდებ გულში და თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს“, - განაცხადა მიხეილ გახელაძემ, რომელმაც დღეს პროტესტის ნიშნად,  ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის გადაწყვეტილება შეცვალა.

როგორც მიხეილ გახელაძემ განმარტა,  პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინა.

გახელაძის მხარდასაჭერად ქვემო ჭალაში დღეს მსვლელობა მოეწყო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი