"პატრიარქის და ოჯახის თოვნით გადავიფიქრე" - ამბობს ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამა, მიშა გახელაძე საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დღეს, ზაზას დაბადების დღეზე მშვიდობიანი აქცია გაიმართება.
"არ ვიცი რა რწმენით უნდა ვიყო და როგორ უნდა გადავიფიქრო ეს, მაგრამ დიდ პატივს ვცემ უწმინდესს და არ გადავდივარ მაგის გამო, ვიკავებ თავს, მაგრამ როგორ დაანონსებულია აქცია ჩვეულებრივ ჩატარდება, არ ვიტყვი აქციაზე უარს, იმიტომ, რომ მეც თავმოყვარეობა მაქვს. [...]
პატრიარქის თხოვნით და ოჯახის თხოვნით გადავიფიქრეთ, რომ აღარ გადავიდეთ, მხოლოდ იმ პირობით ვიძახი მე გადასვლაზე უარს, დავაცდი, უმაღლესი ერთი თვეა, რაღაც შედეგი თუ ვერ მოგვცეს აუცილებლად გადავალ ოჯახით", - ამბობს მიშა გახელაძე.
ზაზა გახელაძის ოჯახი რამდენიმე საათში კასპში, ქვემო ჭალაში შეიკრიბებიან და მსვლელობით ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლებენ. აქციას მსვლელობით თბილისიდანაც შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში რჩება, დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხელისუფლებამ დაპირებების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ვერ შეძლო. ამავე თემაზე: