26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს პირველად უმასპინძლებს.
მსგავსი პრესტიჟული ტურნირის ფინალურ ეტაპზეც საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველად იასპარეზებს.
შეხვედრები ოლიმპიურ აუზზე გაიმართება და მასში 8 უძლიერესი ნაკრები იასპარეზებს, რომლიდანაც ექვსი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა და თბილისში გასამართი ტურნირი ტოკიომდე ბოლო მოსამზადებელი ეტაპია