უეფამ სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა - ოფიციალური ინფორმაციით, უეფას ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში ეს წესი აღარ იმოქმედებს და ორი თამაშის ჯამში, საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში, დაინიშნება ორი 15 წუთიანი ტაიმი. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული იქაც ვერ გამოვლინდა, დაინიშნება პენალტების სერია
სტუმრის გოლი უეფას ეგიდით გამართულ ყველა ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგა, ევროპალიგა, კონფერენსლიგა - 2021/22 წლების სეზონიდან უქმდება.