
სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებასა და 9 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული მამა-შვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები "მთავარ არხთან" მამა - შვილის წარსულზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, "მამა ნასამართლევი იყო ძალადობის ფაქტზე რძალთან მიმართებაში" თუმცა, ზუსტად ვერ აკონკრეტებენ რას შეეხებოდა ძალადობა. რაც შეეხება შვილს, მათი თქმით, ის ქურდობაზე იყო ნასამართლევი.
მათვე ცნობით, ბრალდებული მამა-შვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დაზარალებული ბავშვის ოჯახთან - "ყოველდღიური სადილის მონაწილეები იყვნენ იქ. ამათ არაფერი არ ჰქონდათ იქ ჭამდნენ, იქ სვამდნენ, იმათი ლუკმა-პურით სარგებლობდნენ" - ამბობენ მეზობლები.
მამა-შვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენა.
იხილეთ ასევე: