სექსუალური ძალადობა 8 წლის ბავშვზე - შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 8 წლის გოგო ჯერ 60 წლის კაცმა, ტ.გ-მ გააუპატიურა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მოძალადის შვილმა, 30 წლამდე ზ.გ.-მ. 

ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა გოგომ შემთხვევის შესახებ დედას უამბო. ოჯახმა კი საქმეში სამართალდამცავები ჩართეს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მოძალადეები და მსხვერპლი თანასოფლელები არიან.

ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ 8 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირი მართლაც დაამყარეს. სწორედ ამის საფუძველზე გუშინ, 24 ივნისს პოლიციამ მოძალადე მამა-შვილი დააკავა. მათი სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება. 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი