"ტკივილები ჰქონდა... სიკვდილით აშინებდნენ..." | ძალადობის მსხვერპლი 8 წლის გოგოს დედის პირველი ინტერვიუ

გამოქვეყნდა:

"როცა ვბანდი ტკივილები ჰქონდა, რომ ჩავეძიე მომიყვა ყველაფერი" - ამის შესახებ სამეგრელოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლის, 8 წლის გოგოს დედა "მთავარ არხთან" პირველ ინტერვიუში საუბრობს. 

ამბობს, რომ მოძალადეები მის შვილს ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ და ემუქრებოდნენ, თუ რამეს იტყოდა, ჯერ მას მოკლავდნენ, შემდეგ კი დედამისს. 

მაშინებდნენ ორივე სიკვდილითო, ჯერ შენ მოგკლავთ და მერე დედაშენს და ერთად დაგმარხავთო.. დანით და თოფით ემუქრებოდნენ... ორი წელი გრძელდებოდა. პოულობდა ისეთ მომენტს, როცა მარტო რჩებოდა ბავშვი და ეძახოდა... პირზე აფარებული მქონდა ხელი და ვერ ვიძახდიო, - ამბობს 8 წლის გოგოს დედა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი