ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსები პოლიციამ გამოკითხა | ახალი დეტალები შიდა ქართლიდან

გამოქვეყნდა:

მწყემსებს, რომლებიც დღეს ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, ქართული მხარისთვის გადაცემის შემდეგ, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ჰკითხავდნენ. მწყემსები ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდნენ. ოთხმა რუსმა ოკუპანტმა მათ მოატყუა, რომ საქონელი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო გადასული და შესაძლებლობას მისცემდნენ, რომ უკან გამოეყვანათ, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. თამაზ ფსიტიძე და ვაჟა სრესელი რამდენიმე საათის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ცხოვრება მუდმივი შიშის განცდით უწევთ.  

მოქალაქეების სისტემატური გატაცების საგანგაშო ვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც. ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება "სირაქლემას პოზას ინარჩუნებს".

ჩვენს ხელისუფლებას მხოლოდ სახლში მომყვანის როლი აქვს დაკისრებული, როდესაც ოკუპანტები გატაცებულ მოქალაქეებს გვიბრუნებენ და ეს კვლავ არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია,- ამბობს დავით ქაცარავა 

დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან 2 ადგილობრივი გაიტაცეს. თამაზ ფსიტიძე და ვაჟა სრესელი რეჟიმმა ევროკავშირის ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი