საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები თავისუფლები არიან. თამაზ ფსიტიძე და ვაჟა სრესელი რეჟიმმა ევროკავშირის ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდგ ქართველმა სამართალდამცველებმა ისინი პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
რაც შეეხება მომხდარს. თვითმხილველების ინფორმაციით, 4 შეიარაღებული ოკუპანტი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და მწყემსები, რომლებიც სოფელ ახალუბანთან საქონელს აძოვებდნენ, მოტყუებით გადაიყვანეს საოკუპაციო ხაზს მიღმა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მწყემსებს უთხრეს, რომ მათი საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო გადასული.