რაში დახარჯა მერიამ სამი მილიონი - კახეთის გზატკეცილზე, რომლის რეაბილიტაციისთვის კალაძის უწყებამ ირანული თეთრი ქვები ჩამოტანა, გამოუსადეგარი აღმოჩნდა.
მაგისტრალის თითქმის ყველა მონაკვეთზე სარეველა ბალახი ამოვიდა, არადა მერია ამტკიცებდა რომ ქვები სწორედ იმისთვის გამოიყენეს, რომ ტერიტორია გაწმენდილი და მოწესრიგებული ყოფილიყო.
შეგახსენებთ, ირანული თეთრი ქვების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ ქვების მწარმოებელი კომპანია აშშ-ს, სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი.