რა ხდება გელათში? - დღეს დილით ჩვენი ჟურნალისტები სამონასტრო კომპლექსთან მივიდნენ იმისთვის, რომ როგორმე იმ ექსპერტებთან მოეხერხებინათ გასაუბრება, რომლებიც ახლა ძეგლის მდგომარეობას აფასებენ და შემდეგ აღდგენითი სამუშაოების გეგმა უნდა შეიმუშავონ.
მაგრამ ტაძარში შესვლის უფლება ჟურნალისტებს არ მისცეს - არც ჟურნალისტებს და არც სხვებს. მითუმეტეს, ექსპერტებთან მიახლოებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...
რაც ოფიციალურად არ თქვა კულტურის სამინისტრომ, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონტრაქტებში ვიპოვეთ. სახელმწიფომ 4 უცხოელი ექსპერტი დაიქირავა. ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ და გელათში 24-დან 29 ივნისამდე იმუშავებენ.
ექსპერტთა პირველი ჯგუფი მარიო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის შემადგენლობით კედლის უნიკალური მხატვრობის დაზიანებული უბნების იდენტიფიცირებას მოახდენს და მათი გადარჩენის კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.
კულტურის სამინსიტროს მიერ მიცემულ დავალებაში აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება, მართალია არ აღიარებს, მაგრამ თავადაც შესანიშნავად იცის კედლის მხატვრობის სავალალო მდგომარეობა.
ანა ასათიანის სიუჟეტი: "რა ხდება გელათში"
იხილეთ ასევე: