ისტორიულ გელათის მონასტერში საკვირაო წირვა-ლოცვაზე დასასწრებად და ქადაგების მოსასმენად მისულ მრევლს მონასტრის ეზო დღესაც დაკეტილი დახვდა. უცხოეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულ ტურისტებს მონასტრის დანახვა მაღალი გალავნიდან უწევთ. დაცვის სამსახური მათ ტერიტორიაზე არ უშვებს. 

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სამონასტრო კომპლექსში არსებული სამივე ეკლესია-წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის და ღვთისმშობლის შობის ტაძარი მომლოცველის გარეშეა დარჩენილი. 

სპეციალისტები არიან მოსულები, მუშაობენ ფრესკებზე, გამოიკვლევენ და რამდენიმე დღეში დადებენ შედეგებს. წირვა-ლოცვა და მსახურება მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება მრევლს, რადგან შეზღუდული იყო შესვა დროებით, ელიას ტაძარში ჩავატარეთ წირვა და მრევლიც იქ იყო ამოსული - ამბობს სასულიერო პირი 

23 ივნისიდან გელათის სამონასტრო კომპლექსში მუშაობა იტალიელმა ექსპერტებმა დაიწყეს.  ექსპერტებმა უნდა იმუშაონ ტაძრის გადახურვის პრობლემებზე, ასევე შეისწავლიან კედლის მხატვრობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი