ზაზა გახელაძის ოჯახი სამართლის მოლოდინში | ერთი წელი ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში

გამოქვეყნდა:

თითქმის ერთი წელია, რაც ზაზა გახელაძე ოკუპანტების უკანონო ტყვეობაშია. ამ ხნის განმავლობაში მისი ოჯახი ისეთ სასოწარკვეთაში ჩავარდა, რომ ზაზას დედამ თვითმკვლელობა სცადა; მამამ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა გადაწყვიტა იმისთვის, რომ ისიც დაეპატიმრებინათ და ცხინვალის ციხეში გადაეყვანათ; ურჩევნია ციხეში იყოს, ოღონდ შვილის გვერდით.

მძიმე უიმედობაშია ჩავარდნილი თვითონ ზაზა გახელაძეც - მას შემდეგ, რაც ხელისუფლების დაპირებებმა შედეგი ვერ გამოიღო, მას შემდეგ, რაც კანონიერად დაკავებული ოკუპანტი რუსი სამხედროები ქართულმა მხარემ ისე გაათავისუფლა, რომ სამაგიეროდ ქართველი პატიმრების გამოშვება არ მოითხოვა, ზაზა უკვე შეეგუა, რომ 12 წელი ცხინვალის გისოსებს მიღმა გაატარებს.

ეს უთხრა მან თავის მეუღლეს და თავის შვილებს, რომელთა ნახვის საშუალება პატიმარს ერთხელ მისცეს. ასე, 12 წლით დაემშვიდობა მათ.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, უკანონო პატიმრობაშია. დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხელისუფლებამ, არაერთი
დაპირების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ შეძლო.

მაია ლომიძის სიუჟეტი - "ერთი წელი ტყვეობაში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი