
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, რადიოკომპანიებს მილიონ ნახევარი ლარის დავალიანების გადახდა აღარ მოუწევთ.
როგორც თურნავამ განმარტა, სამინისტროსა და მარეგულირებელ კომისიას 24-მდე რადიო კომპანიამ თხოვნით მიმართა, რომ პანდემიის განმავლობაში დაგროვილი დავალიანებები არ გადაეხადათ.
თურნავას თქმით, სამინისტრომ მათი თხოვნა გაითვალისწინა.
"მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა, და მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება რადიომაუწყებელი კომპანიების მიმართ. 24 კომპანიაა მთლიანობაში და გვინდა, მათ ვუსურვოთ წარმატება",-თქვა თურნავამ.