საცხოვრებელი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ოჯახებისთვის, რომლებიც გამრავლებაზე ზრუნავენ - თურნავა 

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავას თქმით, პრემიერმინისტრის ახალი ინიციატივის, რომელიც იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ეხება, მთავარი მიზანი ოჯახების დახმარებაა.

თურნავას განმარტებით, ამ ინიციატივით სახელმწიფო დეველოპერებსაც ეხმარება

"ამ პროგრამის ამოცანა, პირველ რიგში არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართველ ოჯახებს, იმისთვის, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ, იმიტომ რომ თითოეული ოჯახის ახალი წევრი, ახალშობილი წევრი, არა მხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა.

ამიტომ სამართლიანია, რომ სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯებისა პასუხისმგებლობის გაზიარებით. რა საკვირველია, ეს არის იმ დეველოპერების დახმარებაც, ვინც ამ ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, მაგრამ მთავარი ამოცანაა, ხელმისაწვდომი გავხადოთ საცხოვრებელი ფართი, ოჯახებისთვის, რომლებიც ზრუნავენ გამრავლებაზე და ახალი ოჯახის წევრი ემატებათ",- თქვა ნათია თურნავამ.

​25 ივნისს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში თქვა, რომ მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს და მათ, ვისაც შვილი შეეძინებათ, იპოთეკურ სესხს დაუსუბსიდირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი