პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ოჯახებს საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშესაწყობად იპოთეკურ სესხს დაუსუბსიდირებს.

ამ თემაზე მან პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

"ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის, საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის თქმით, 2021-22 წლებში ამისთვის 300 მილიონ ლარზე მეტი მობილიზდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი