ხუდონჰესის პროექტი ჩავარდა - შეთანხმების გაუქმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ხუდონჰესის პროექტი ჩავარდა - როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა შეთანხმება გაუქმდეს. 

თურნავას თქმით, 2011 წელს დადებული ხელშეკრულება სხვადასხვა მიზეზების გამო არ შესრულდა, ჰესი ვერ აშენდა და ახლა სახელმწიფო შეთანხმების შეწყვეტის მოთხოვნით, ინვესტორთან საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით თანამშრომლობს.

"2011 წელს დადებული იყო შეთანხმება ინდურ კომპანია ტრანსელექტრიკასთან, ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ და ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. რა თქმა უნდა, აქ ერთი კონკრეტული მიზეზი, მაინც და მაინც კომპანიის მხარეს არ არის, აქ არის ნაკრები მიზეზებისა, მათ შორის პროექტის სირთულე.

ჩვენ ერთი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით, შევუთანხმდეთ ინდურ ინვესტორს, რომ მოვშალოთ ის შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის იყო დადებული",- თქვა ნათია თურნავა.

ნათია თქმით, მსგავსი მეგაპროექტების აშენებაში სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი