თუ ძალიან გინდათ თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას, იქნებ გაგიწიოთ ანგარიში - გამყრელიძე გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ უპასუხა.

"რამდენჯერ უნდა მკითხოთ, გუშინ ხომ დამხვდით, მკითხეთ, დაგიდასტურეთ. დღეს აგერ თქვენ წინაშე ვარ და ვლაპარაკობ, ჯერ არ გადავმდგარვარ და რა ვქნა. თუ ძალიან გინდათ მითხარით, თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას რომ ძალიან მინდა რომ ამირან გამყრელიძე გადადგეს, იქნებ გაგიწოთ ანგარიში მერე", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ "მთავარ არხს" უწყებაში კონფიდენციალური წყარო უდასტურებს. სახელდება თანამდებობიდან წასვლის კონკრეტული მიზეზებიც. გამყრელიძე ფაქტობრივად ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირებას ეწირება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი