ვცდილობთ, ხელისუფლებასთან შეხვედრას უსაფრთხოების დეტალებზე - თაბაგარი პრაიდზე

გამოქვეყნდა:

თბილისი პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები სახელმწიფოს მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებისა და უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

გიორგი თაბაგარის განმარტებით, უსაფრთხოების მიზნით, ცდილობენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეძლონ. მისი თქმით, მუქარის მიუხედავდ გეგმები უცვლელია და საქართველოში პრაიდ კვირეული აუცილებლად გაიმართება.

"შეხვედრა გვქონდა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, როდესაც დავაანონსეთ "თბილისი პრაიდი". იმის შემდგომ კიდევ გვინდოდა შეხვედრა და ვცდილობთ, დავაორგანიზოთ შეხვედრა უსაფრთხოების დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე წინ ვერ წავედით ამ კუთხით. ჩვენი გეგმები არის უცვლელი, 1-5 ივლისის ჩათვლით გაიმართება პრაიდკვირეული და 5-ში დაგვირგვინდება "ღირსების მარშით",- თქვა გიორგი თაბაგარმა. 

ცნობისთვის,"თბილის პრაიდი" არაერთი მუქარის მიუხედავად, გეგმების შეცვლას არ აპირებს, ღირსების მარში 5 ივლისსაა დაგეგმილი და მისი სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

გუშინ  ევროპარლამენტარებმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღირსების მარშზე მომიტინგეების ეფექტური დაცვისკენ მოუწოდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი