ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პრაიდი წელსაც არ ჩატარდეს - ვასაძე ისევ იმუქრება

გამოქვეყნდა:

ძალადობრივი და ჰომოფობიური განცხადებებით გამორჩეული, "ერის" ლიდერი, ლევან ვასაძე ისევ ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მის მოწოდებას არ შეისმენს ყველაფერს გააკეთებენ, რომ "თბილისი პრაიდი" არ ჩატარდეს. ვასაძემ ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა გუშინ მისცა.

"მე ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლება შეისმენს ჩვენ მოწოდებას, რომელიც გუშინ პრესკონფერენციაზე გავაჟღერეთ. ეს 10 დღე დაველოდებით, თუ ის ამ ნაბიჯზე არ წამოვა და გაყვება ქვეყნის ტრადიცული ღირებულებების ხელყოფის გზას, და არ აკრძალავს ე.წ. პრაიდს, მაშინ ჩვენ მივმართავთ შესაბამის ზომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრაიდი წელსაც არ ჩატარდეს", - თქვა ლევან ვასაძემ.

Tbilisi Pride-ს მიერ ორგანიზებული "ღირსების მარში" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 5 ივლისსაა დაგეგმილი.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი