სხდომა გაქრა საიტიდან...ის ვერ ბედავს, მოვიდეს პარლამენტში - სამნიძე გომელაურზე

გამოქვეყნდა:

1 ივლისს ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში ელოდებოდნენ, თუმცა სხდომა მოულოდნელად დღის წესრიგიდან გაქრა.

ოპოზიციონერებს არ სჯერათ, რომ სხდომის გაუქმება შემთხვევითობაა. ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ გომელაური ვერ ბედავს საკანონმდებლო ორგანოში მისვლასა და პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებაზე  დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას. 

"დღეს ეს სხდომა გაქრა საიტიდან, რაც მაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ ის ვერ ბედავს, მოვიდეს პარლამენტში და ამიტომ გააქრეს სხდომა დღის წესრიგიდან. ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ტექნიკური პრობლემაა, ამისთვის თავს ნუ შეიწუხებს უმრავლესობა, რომ საიტის პრობლემაა და ა. შ. სხდომა უნდა ჩაინიშნოს 5 ივლისამდე და ამ დრომდე უნდა მოვიდეს მინისტრი პარლამენტში და ყველა კითხვაზე გაგვცეს პასუხი",- ამბობს ხათუნა სამნიძე.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრმა, დეპუტატმა ხათუნა სამნიძე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა 29 ივნისს მოითხოვა და ამ მიზნით ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი