როგორ დაიცვას პრაიდზე მოქალაქეებს - სამნიძე პარლამენტში შს მინისტრის მისვლას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ითხოვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვახტანგ გომელაურმა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებაზე დასმულ კითხვებს უპასუხოს, მათ შორის, იქნება თუ არა დაცული აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლება. 

"ჩვენმა ფრაქციამ ბატონი გომელაური ადამიანის უფლებათა კომიტეტზე მოიწვია. იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც კვირეულს უკავშირდება, გავიგოთ პასუხები, როგორ აპირებს ხელისუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაიცვას წესრიგი, დაიცვას თითოეული მოქალაქე და თავიდან ავიცილოთ ძალადობა, რომლითაც იმუქრებიან კონკრეტული ჯგუფები და ადამიანები.

ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებიც კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან ამ კვირეულთან დკავშირებით, დაიცავს თუ არა შსს ადამიანებს",- თქვა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატმა შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლის სხდომაზეც ითხოვს მინისტრის დასწრებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი