"ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა და გაუშვა სახლში - ენმ-ს წარმომადგენელი ცესკო-ში ჟვანიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" შეასრულებინა მიცემული დავალება, რომ არჩევნები უნდა გაეყალბებინა, პარტიას გაემარჯვებინა, შემდეგ გამოიყენა და გაუშვა სახლში - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დავით კირთაძე თამარ ჟვანიას გადადგომას "მთავარი არხის" ეთერში . 

"მისი გადადგომა კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურება, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ არჩევნები არ გაყალბდა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეაქეს, რომ კარგად ჩაატარეო, მაშინ რატომ უნდა წასულიყო?! ეს არის კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელი, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეასრულებინა მიცემული დავალება, რომ არჩევნები უნდა გაეყალბებინა, პარტიას გაემარჯვებინა, შემდეგ გამოიყენა და გაუშვა სახლში",- ამბობს დავით კირთაძე "დღის სტუმრის" ეთერში.

დავით კირთაძის განმარტებით, შემდეგ არჩევნებზე მთავარი ამოცანა იქნება, რომ ცესკოში "მეორე ჟვანია" აღარ იყოს. 

შეგახსნებთ, რომ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ვრცელი პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი