
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პარლამენტში, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ პრემიერმა არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. მიუხედავად ამისა, კონსორციუმი მიმდინარე დავის გამო დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოისმინა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2021 წლის 28 ივნისს პარლამენტში გაკეთებული, ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის შემცველი განცხადებები. რადგან ეს საკითხები საარბიტრაჟო დავის საგანია, კონსორციუმი არ გააკეთებს დამატებით კომენტარებს და გააგრძელებს ყველა საჭირო ნაბიჯების გადადგმას, რათა დაიცვას საკუთარი იურიდიული უფლებები", - წერს ანაკლიის კონსორციუმი.
პარლამენტში ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტისთვის 3 მილიონი დოლარი დახარჯა და ის უცხოეთის სასამართლოში ქვეყანას 1,5 მლრდ. დოლარს უჩივის.
მისი თქმით, ანაკლიის პროექტი "საუკუნის ძარცვის" პროექტია.