თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ.
ფილმის პრეზენტაციას ბრიტანეთის ელჩი, გერმანიის ელჩი და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.
დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ ვარ აქ და მოხარული ვარ რომ ეს ფილმი ბრიტანული წარმოებისაა. გვჯერა რომ ადამიანის უფლებები არ უნდა განსხვავდებოდეს მათი იდენტობის მიხედვით. თანამედროვე ბრიტანეთის სახელმწიფო მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს - ამბობს ბრიტანეთის ელჩი.
შეგახსენებთ, ღონისძიების დაწყებამდე, მიმდებარე ტერიტრიაზე დაძაბული ვითარება იყო. ადგილზე ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ, რომლებმაც ღონისძიების ჩაშლა სცადეს. დაკავებულია 11 პირი.