პოლიციამ ძალადობრივი დაჯგუფების  11 მონაწილე დააკავა.  ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

რადიკალურმა ჯგუფმა, თბილისი პრაიდის ღონისძების ჩაშლა სცადეს, მათ კვერცხებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.

მათ გზის გადაკეტვა სცადეს იმ ტერიტორიაზე, სადაც "ლგბტქ" პრაიდის დახურული ღონისძიება ტარდებოდა, რისი შესაძლებლობაც პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების დროს ჰომოფობიურად განწყობილი პირები პოლიციელებსაც დაესხნენ თავს. 

ღონისძიების ტერიტორიაზე საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი