დღეს საღამოს, მაშინ როდესაც გორის თეატრში ყოფილი პრემიერი მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, ელექტროენერგია გაითიშა. გახარიამ ეს ფაქტი ხელისუფლების ზეწოლას დაუკავშირა და დარბაზი დატოვა.
"მთავარი არხი" ენერგო პრო ჯორჯიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ რომ დენის გათიშვა ავარიას უკავშირდება.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათი თანამშრომლები ადგილზე მალევე გამოცხადდნენ და პრობლემა 25 წუთში აღმოფხვრეს, რის შემდეგაც ფესტივალი გაგრძელდა.