პარტიის გორის ოფისის გახსნის შემდეგ, გახარიამ და მისმა თანაგუნდელებმა დღეს ერისთავის თეატრში მუსიკალურ ფესტივალზე დასწრება გადაწყვიტეს თუმცა, ღონისძიების მიმდინარეობისას ელექტროენერგია გაითიშა.
გახარიას თანაგუნდელი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დენის გათიშვა ღონისძიებაზე მათ ყოფნას უკავშირდება და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ღონისძიებას გორის მერიც ესწრებოდა, რომელიც აცხადებს რომ დენის გათიშვა ყოფილი პრემიერის ვიზიტს უბრალოდ დაემთხვა.
დენი გორში გახარიას ოფისის გახსნის დროსაც გაითიშა, რის გამოც პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებს ორგანიზაციის გახსნა ნახევრად ჩაბნელებულ შენობაში მოუწიათ.