ფინანსური კრიზისი "ტორპედოში" - ფეხბურთელებმა თამაშზე უარი თქვეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოში" კვლავ კრიზისია. ფინანსური პრობლემების გამო კლუბი შესაძლოა დაიშალოს.

ფეხბურთელებმა 4 ივლისს, ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რის გამოც "ტორპედო" მოედანზე მოზარდთა შემადგენლობით გავა.

ფინანსური პრობლემების გამო "ტორპედო" ოფიციალურად ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა უკვე დატოვა.

კლუბში ახლადდაბრუნებული მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეიძლება მოგვარდეს კლუბში არსებული პრობლემები.

"ტორპედოში" ფინანსური კრიზისი პერიოდულად არის. ბოლოს გუნდი იტალიელმა ინვესტორმა შეიძინა, თუმცა მან გაურკვეველი მიზეზებით კლუბი მალევე დატოვა და "ტორპედო" კვლავ დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი