186-ე სკოლის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ის პრობლემები, რომელიც სკოლის შენობას ჰქონდა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა და ამაზე თავადაც აფრთხილებდა განათლების სამინისტროს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს მაია გრიგოლია მის გათავისუფლებას თანამდებობიდან:
ამ ფაქტმა გააბრაზა როგორც ჩანს მავანი და მავანი, გადაწყვიტეს, რომ მე გავეჩუმებინე, გამათავისუფლეს - ამბობს გრიგოლია "მთავართან" საუბარში.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს დასკვნებშიც წერია, რომ სკოლის "კიბე ჰაერშია და საფეხურებია ჩავარდნილი, კედლები დაბზარულია და ნებისმიერ დროს შეიძლება გასკდეს მილები და სკოლა არაა დაცული ნიაღვრისაგან".
186-ე სკოლის მშენებლობაში განათლების სამინისტრომ 21 მილიონზე მეტი გადაიხადა და ისევ სარემონტოა -ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს