booking.moh.gov.ge ჩაირთო, მაგრამ მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან

გამოქვეყნდა:

დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია გაუმართავი ვებ პლატფორმით. "სინოფარზე" დასარეგისტრირებლად ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე  შესული მოქალაქეები ჯავშანის გარეშე რჩებიან.  

ოფიციალური მიზეზი კიბერთავდასხმაა, რომელიც ვაქცინაზე  რეგისტრაციის პლატფორმაზე გუშინ მოხდა. თითქმის 20 საათიანი გათიშვის შემდეგ რეგისტრაციის გვერდი დღეს  ჩაირთო, თუმცა მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას მაინც ვერ ახერხებენ. 

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, მუშაობა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა, თუმცა როდის აღმოიფხვრება ხარვეზი, ვადები ვერ დაასახელა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი