booking.moh.gov.ge ჩაირთო, თუმცა მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ გადიან.
ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის განკუთვნილი პორტალი გუშინ მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო. სწორედ გუშინ, 3 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო სინოფარმზე რეგისტრაცია.
ჯანდაცვის უწყებაში საიტის გათიშვის მიზეზად კიბერშეტევა დაასახელეს, რის გამოც შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.