"ინფექციურ საავადმყოფოსთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოები დროულად შედგეს" - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ინფექციური საავადმყოფოს დაუსრულებელ შენობაზე საუბრისას.
"მიდის გარკვეული ტექნიკური პროცედურები ტენდერის მომზადებასთან დაკავშირებით, რასაც დრო სჭირდება და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სწრაფად დასრულდეს მათი გადაყვანის პროცესი",-თქვა თამარ გაბუნიამ",- თქვა თამარ გაბუნიამ.
შენობა სახელმწიფომ 34 მილიონ ლარად 11 თვის წინ იყიდა, თუმცა ის კვლავ დაუსრულებელია. ლუბლიანას 70 ნომერში ახლა წესით ყველა სამუშაო უკვე დასრულებული უნდა იყოს.