11 თვის წინ მთავრობამ 34 მილიონ ლარად ინფექციურისთვის ახალი შენობა იყიდა, გამყიდველი კი რატომღაც საპარტნიორო ფონდის დირექტორის ოჯახი აღმოჩნდა. ჩვენ მაშინვე გაჩვენეთ, რომ სავარაუდო კორუფცია იყო, რადგან საგანელიძის აშენებული კორპუსი ინფექციურისთვის არ გამოდგებოდა.
რა ხდება ამის შემდეგ - გასულია სრული 11 თვე, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანამ გადაიტანა ეპიდემიის სამი ტალღა, დღიური გარდაცვალების შემთხვევები კი 20-30-ზე ნაკლები არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, არც მთავრობას, არც ინფექციურის ხელმძღვანელობას თითი თითზე არ დაუდია. ჩნდება კითხვა რატომ? ან რაში გადავყარეთ 34 მილიონი ლარი? ან რატომ მაინცდამაინც საგანელიძის ძმის მიერ აშენებულიყო შენობა? პასუხები 11 თვის შემდეგ არც თენგიზ ცერცვაძეს, და არც გიორგი გახარიას არ აქვთ, ვინც ფულის გადარიცხვას მოაწერა ხელი.
ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტი - "ინფექციურის მიტოვებული შენობა"