არცერთ სხვა ქართველ ძიუდოისტს არ აქვს ოქროს მედლები ჩამოტანილი - ერთდროულად მსოფლიო ჩემპიონატიდან, ევროპის ჩემპიონატიდან და ოლიმპიური თამაშებიდან. ასეთი ტიტულოვანი ერთადერთი გვყავს - ლაშა შავდათუაშვილი. ჯერჯერობით მისი სამმაგი წარმატების გამეორება საქართველოში ვერავინ შეძლო.
ერთი თვეც არაა გასული, რაც ლაშა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენ კი გადავიღეთ, როგორ ემზადება სპორტსმენი მომდევნო გამარჯვებისთვის - ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, საიდანაც, შეიძლება, კიდევ ერთი ოქროს მედლით დაბრუნდეს.
თუმცა ლაშას თავისებური ფილოსოფია აქვს - მისი წარმატების ფორმულა, გულმოდგინე ვარჯიშთან ერთად ისიც არის, რომ ერთდროულად ემზადება გამარჯვებისთვის და... დამარცხებისთვისაც.
მაია ლომიძის სიუჟეტი - "სამმაგი ჩემპიონი"