ოპოზიცია სავალუტო ჯიხურების გახსნას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენეტებისთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევს მთავრობა გადამცვლელ პუნქტებს ამუშავების უფლებას იმ პირობებში, როცა ისინი ყველაზე დაცული ობიექტებია და მომსახურე პერსონალი კლიენტებს დაჯავშნული შუშის იქიდან ემსახურება.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე  ფიქრობს, რომ ეს კომერციული ბანკების სასარგებლოდ გადადგმული შეგნებული ნაბიჯია.

უარს ეუბნებიან მუშაობაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, რომელიც არის ყველაზე დაცული, იზოლირებული, ჯავშნიანი შუშით, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან, ფაქტობრივად, არ აქვთ შეხება. ეს ნიშნავს, რომ ეს კეთდება ვიღაცეების სასარგებლოდ, ეს კეთდება ბანკების სასარგებლოდ. ჩვენს ხარჯზე, რიგითი მოქალაქეების ხარჯზე, რომ იშოვონ ფული და 1000-ზე მეტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელი, დაახლოებით 4000 კაცი კვლავ დატოვონ უმუშევრად, - აცხადებს რომან გოცირიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი