ტოკიოს ოლიმპიადა ყველა სპორტულ ობიექტზე მაყურებლების გარეშე ჩაივლის - მიზეზი კოვიდპანდემია და დელტა ვარიანტის, იგივე ინდური შტამის მასშტაბური გავრცელება..
გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ და ოლიმპიადის ორგანიზატორთა ჯგუფმა, მედიკოსებთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს.
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ტოკიოში საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.